ენისტონის შემთხვევა მეორდება: კიმ კარდაშიანისა და ბრედ პიტის ემოციური შეხვედრა ოსკარის დაჯილდოებაზე!

ენისტონის შემთხვევა მეორდება: კიმ კარდაშიანისა და ბრედ პიტის ემოციური შეხვედრა ოსკარის დაჯილდოებაზე!

2020 წლის ოსკარის დაჯილდოება უკვე დასრულდა და თუ აქამდე სოციალურ ქსელებში მხოლოდ გამარჯვებულებსა და დამსწრე საზოგადოების ჩაცმულობებს განიხილავდნენ, ნელ-ნელა მჟღავნდება მცირე და სასიამოვნო დეტალებიც, რომლებიც აქამდე ყურადღების მიღმა დარჩა. საქმე ეხება, ბრედ პიტისა და კიმ კარდაშიანის შეხვედრას, რომელიც საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.

ფოტო, რომელშიც ორი ვარსკვლავი ხელჩაკიდებული საუბრობს, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

ბუნებრივია, რომ კადრმა ცოტა ხნის წინ დაფქიქსირებული მომენტიც გაგვახსენა, რომელიც წითელ ხალიჩაზე ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტონმა გაიზიარეს. სწორედ ამიტომ, სოციალურ ქსელებში უკვე ხუმრობენ ბრედ პიტისეული მისალმების მანერაზეც.