ოსკარის ცერემონიამ სატელევიზიო აუდიტორიით ანტირეკორდი დაამყარა

ოსკარის ცერემონიამ სატელევიზიო აუდიტორიით ანტირეკორდი დაამყარა

ოსკარების 92-ე ცერემონიას, რომელიც ლოს-ანჯელესში 9 თებერვალს გაიმართა, 23,6-მა მილიონმა ადამიანმა უყურა. ამის შესახებ Nielsen-ზე დაყრდნობით New York Times-ი წერს.

კვლევითი კომპანია ნახვების რაოდენობას ამერიკულ ტელეარხ ABC-ის აუდიტიორიის მიხედვით ითვლის და მასში სტრიმინგ სერვისების მაყურებლები არ ითვლებიან.

გასულ წელთან შედარებით, ოსკარების აუდიტორია 20%-თ ანუ დაახლოებით 6 მილიონი ადამიანით შემცირდა. წინა ანტირეკორდი 2018 წელს დამყარდა: მაშინ დაჯილდოების ცერემონიას 26,5-მა მილიონმა ადამიანმა უყურა.

წელს საუკეთესო ფილმი „პარაზიტი“ გახდა.