ზლატანი:

ზლატანი: "რთული ასახსნელია რა მოხდა"

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ინტერთან“ (2:4) მარცხის შემდეგ ისაუბრა. „როსონერიმ“ მეტოქეს პირველი ტაიმი 2:0 მოუგო, თუმცა შესვენების შემდეგ ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა.

თავად ზლატანმა კი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. შვედმა შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ მეორე ტაიმში გუნდმა თამაში შეწყვიტა.

„რთული ასახსნელია რა მოხდა. პირველი ტაიმი იდეალური იყო, მეორე - პირიქით. შესვენებაზე ვთქვით, რომ მე-60 წუთამდე განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით, საპასუხოდ კი ორი გოლი გავუშვით და შემდეგ ყველაფერი არასწორად გავაკეთეთ.

გაშვებული ორი გოლის შემდეგ საკუთარი თავის ნდობა დავკარგეთ და თამაში შევწყვიტეთ. როდესაც მარცხდები, რთულია, განსაკუთრებით დერბიში ასეთ სტილში. ხუთშაბათს შემდეგი თამაში გვაქვს და ენერგია უნდა აღვიდგინოთ.

ასეთ თამაშებში გამოცდილება საჭიროა, 2:0-ზე თამაში უნდა წარმართო, განსაკუთრებით ისეთი გუნდის წინააღმდეგ როგორიც „ინტერია“, თუმცა პირველ ტაიმში მე არ მინახავს გუნდი, რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.