ბასილაშვილი ერთი პოზიციით დაქვეითდა

ბასილაშვილი ერთი პოზიციით დაქვეითდა

დღეს ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი პოზიციით დაქვეითდა და 28-ე ადგილზე გადაინაცვლა. ათეულში არანაირი ცვლილება არ მომხდარა.

ყველაზე დიდი წინსვლა ჩეხ ჩოგბურთელ ირჟი ვესელს ჰქონდა, რომელიც 35 პოზიციით დაწინაურდა და 72-ე ადგილზეა.