კიმ კარდაშიანს წონის გამო აკრიტიკებენ: არაკომფორტული სამოსი, რომელიც ზედმეტ წონას უსვამს ხაზს!

კიმ კარდაშიანს წონის გამო აკრიტიკებენ: არაკომფორტული სამოსი, რომელიც ზედმეტ წონას უსვამს ხაზს!

კიმ კარდაშიანი ბოლო წლებია არ თმობს გავლენიანი მოდური ინფლუენსერის სტატუსს, თუმცა უარყოფითი თუ იუმორნარევი კომენტარების სამიზნეც არაერთხელ გამხდარა. რამდენიმე საათის წინ, 39 წლის სატელევიზიო შოუს ვარსკვლავი ლონდონში გამოჩნდა და შავ გამოყვანილ კაბას, ყველასთვის კარგად ნაცნობი დიზაინის ფეხსაცმელი შეუხამა.

გამომწერების ყურადღებაც სწორედ ამ უკანასკნელმა მიიპყრო, რადგან ერთი შეხედვითაც ცხადია, ის სირთულე, რომელშიც ლამაზმანი მათი ტარებით აღმოჩნდა.

"მომწონს, როგორ თვალთმაქცობ თითქოს ფეხი საერთოდ არ გტკივა," "შენი ფეხები ისე არაკომფორტულად ჩანს,"- ეს მცირე ჩამონათვალია იმ კომენტარებისა, რომლებიც ვარსკვლავმა დაისმახურა, თუმცა თავად ეს ფაქტი ნამდვილად არ აწუხებს, რაც ფოტოსესიიდანაც ჩანს.