მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან!

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან!

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სულ რამდენიმე კვირაა შვილთან - არჩისთან ერთად, საცხოვრებლად კანადაში გადავიდნენ, თუმცა დიდ ბრიტანეთს მალევე დაუბრუნდებიან და ეს ყველაფერი დედოფლის დამსახურებაა, რომელსაც წყვილი დიდ პატივს სცემს.

როგორც ირკვევა, დედოფალმა ელიზაბეტმა შვილიშვილსა და მის მეუღლეს სთხოვა მარტში დიდ ბრიტანეთს დაბრუნებულიყვნენ, რათა შეძლებოდათ ოჯახთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღის გატარება.

საქმე 9 მარტს ეხება, როცა ვესტმინსტერის სააბატაოში საჯარო ღვთისმსახურება აღევლინება. ასევე, საუბრობენ იმაზეც, რომ ეს იქნება სამეფო ოჯახის ბოლო საჯარო ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობა წყვილს მოუწევს.