„ოქროს ჟოლოს“ ნომინანტები დაასახელეს

„ოქროს ჟოლოს“ ნომინანტები დაასახელეს

ანტიპრემია „ოქროს ჟოლოს" ორგანიზატორებმა 2020 წლის ნომინანტთა სია გამოაქვეყნეს. ამის შესახებ Deutshe Welle წერს.

ამ პაროდიულ პრემიას კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ყველაზე უარყოფითად შეფასებული ნამუშევრებისთვის გადასცემენ,

„ყველაზე ცუდი მსახიობი კაცის" წოდებისთვის „იბრძვიან": სილვესტრ სტალონე, ჯეიმს ფრანკო, დევიდ ხარბორი, მეტიუ მაკკონაჰი, და ჯონ ტრავოლტა. ნომინაციაში „ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი“ კი წარდგენილნი არიან: ჰილარი დაფი, ენ ჰეტუეი, ფრანჩესკა ხეიუორდი, ტაილერ პერი და რებელ უილსონი.

„ყველაზე ცუდ ფილმის" კატეგორიაში მოხვდნენ: მიუზიკლი „კატები“, „შერონ ტეიტის აჩრდილები“, „მედეა დაკრძალვაზე“, „რემბო 5“, „გულშემატკივარი“.

„ოქროს ჟოლოზე“ წარდგენილია რეჟისორ ტოდ ფილიპსის „ჯოკერიც“, რომელიც „ოსკარზე“ საუკეთესო ფილმის წოდებისთვის იბრძვის. სურათი წარდგენილია ნომინაციაში „ადამიანის სიცოცხლისადმი და საზოგადოებრივი წესრიგისადმი ყველაზე უგუნური უგულებელყოფა“.

დაჯილდოების ცერემონიის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. ორგანიზატორების მას მოგვიანებით დაასახელებენ.