მიუნხენის „ბაიერნს“ ბოლო ხანს გერმანულ მედიაში კრიშტიანუ რონალდუ დაუკავშირეს. თითქოს, „რეკორდმაისტერი“ ზაფხულში 35 წლის პორტუგალიელზე გაიწევდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა TZ-სთან საუბარში ეს კატეგორიულად უარყო.
„ბუნებრივია, რომ ახლა მრავალი სახელი გამოჩნდება პრესაში, მაგრამ რონალდუ ჩვენთვის ძალიან ბებერია“, - თქვა ჰაინერმა.
შეგახსენებთ, რონალდუ რამდენიმე დღის წინ 35 წლის გახდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი სხეული 25 წლის ადამიანის მსგავსად გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში "იუვენტუსის" თავდამსხმელს ასაკის დიდად არაფერი ეტყობა და მიმდინარე წელს მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.