გამოცემა „Mixmag”-ის ინფორმაციით, ჯგუფი „U2“-ის ლიდერმა ბონომ და ჰოლანდიელმა მუსიკოსმა, დიჯეი ტიესტომ ახალი ალბომი ჩაწერეს.
ამ დისკის გაყიდვიდან შემოსული მთლიანი თანხა შიდსთან ბრძოლის ერთ-ერთ ბრიტანულ საავადმყოფოს გადაეცემა.
ახალი ალბომის სახელწოდებაა „Dance (RED), Save Lives”. მასზე დიჯეი ტიესტოსა და ბონოს გარდა შემდეგი მუსიკოსები მუშაობდნენ: კელვინ ჰარისი, დიპლო და ავიჩი.
საინტერესოა, რომ თავის პროფესიაში ტიესტო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადია. ის წელიწადში დაახლოებით 22 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ახალი ჩანაწერი გაყიდვაში მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდება.