„იუვენტუსი“ და პაულო დიბალა თანამშრომლობას გააგრძელებენ. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და უახლოეს ხანში კონტრაქტს გაახანგრძლივებენ.
Tuttosport-ის ინფორმაციით, დიბალამ ტურინულ კლუბში ხელფასის 3 მილიონი ევროთი გაზრდა მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. განახლებული პირობებით არგენტინელი „იუვეს“ საკუთრება 2025 წლის ივნისამდე იქნება და სეზონში ანაზღაურების სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს.
მოქმედი კონტრაქტი კი, ძალაში 2022 წლის ზაფხულამდეა. მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია მიმდინარე თვეში ოფიციალურად დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და 210 მატჩში 89 გოლი აქვს გატანილი.