დღეს, დიეტათა მრავალფეროვნების ეპოქაში თითოეულს შეუძლია აირჩიოს ის, რომელიც მოეწონება. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს იაპონური დიეტა, რომლის დახმარებითაც 8 კილოგრამის დაკლებას შეძლებთ. მთავარ წესებს იაპონელები გვიყვებიან.
დავიწყოთ იქიდან, რომ თავად იაპონელები საკუთარ რაციონს დიეტურად არ თვლიან. მათთვის ეს კვების ჩვეული სისტემაა, რომელიც ეხმარებათ დარჩნენ ახალგაზრდები და ჯანსაღები. სტატისტიკურად იაპონიაში ყველაზე დიდხანს ცხოვრობენ და გაცხიმოვნების მაჩვენებელიც დაბალია. ამიტომაც, იაპონური დიეტა არამხოლოდ ყველასთვის საყვარელი სუშით, ზღვის პროდუქტებითა და სოუსებითაა ცნობილი, არამედ ჯანსაღი და დაბალანსებული კვებით. მათ კერძებში არის ცილა, მაგრამ არაა ხორცი და რძის პროდუქტები. ამასთან, იაპონურ კულტურაში ფაქტობრივად არ აქვთ დესერტები. ტკბილეულს ისინი ხილით ანაცვლებენ. ზოგადად იაპონელებს საკვებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს: პატარა პორციები, ლამაზი გაფორმება და მხოლოდ ახალი საკვები, რომელთა მომზადებასაც რამდენიმე საიდუმლოს ცოდნა უნდა.
რისი მირთმევა შეიძლება?
ბრინჯი
ბრინჯის მცირე პორცია საუზმეზეც კი განიხილება. მასში ცოტა ცხიმია და საკმარისი ნახშირწყლები, რომლებიც პასუხობენ დანაყრებას. იაპონელები ბრინჯს მცენარეული ზეთის და ნაღების კარაქის გარეშე ამზადებენ - ეს მნიშვნელოვანია.
თევზი
ორაგული, თინუსი, სარდინი, კალმახი და ქაშაყი - პრიორიტეტული სახეობებია. ომეგა 3-ის მთავარი წყარო, რომელიც დადებითაც მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ასევე აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს.
ბოსტნეული
იაპონელები ბოსტნეულზე დამოკიდებულები არიან. ხშირად წყალზე თუშავენ მათ და ბოსტნეულის კერძების უამრავ ვარიანტს ამზადებენ.
კვერცხი
კვერცხში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმში ცხიმოვან ნალექებს ებრძვიან.
მწვანე ჩაი
ტოქსინების გამოდევნის გარდა, მწვანე ჩაი არეგულირებს არტერიულ წნევას და აჩერებს ანთებით პროცესებს. თუმცა არ ღირს მან გაგიტაცოთ - არაა რეკომენდირებული 1.5 ლიტრზე მეტის დალევა დღეში.
იაპონური დიეტის წესები
მთელი დიეტის მანძილზე აუცილებელია უარი თქვათ მარილსა და შაქარზე.
კერძები ძალიან პატარა პორციებადაა მომზადებული (დაახლოებით 200 გ ერთ მიღებაზე), რათა შიმშილის გრძნობა 80%-ით დაკმაყოფილდეს. „მიირთვით მხოლოდ მაშინ, როცა გშიათ“, ამბობენ იაპონელები.
არანაირი ზეთი და შეწვა, საკვები მხოლოდ ორთქლზე უნდა მომზადდეს ან მოიხარშოს.
5--ჯერ საკვების მიღება 3-მდე უნდა შემცირდეს. მათ შორის წახემსება აკრძალულია.
ნახევარი ლიტრა სასმელი წყალი — ყოველდღიური მინიმუმია.
შედეგი
იაპონური დიეტა გათვლილია 14 დღეზე. ამ დროის მანძილზე უნდა შემცირდეს ნახშირწყლების მიღება და დაახლოებით 5 კილოგრამს დაიკლებთ.
დიეტა არაა რეკომენდირებული ორსული ქალებისთვის, ღვიძლის და კუჭის დაავადებების დროს, კარდიოლოგიური დარღვევებისას და გასტრიტის შემთხვევაში.