საიდუმლო, რომელსაც კიანუ რივზი საყვარელ ქალთან ერთად დიდხანს გვიმალავდა!

საიდუმლო, რომელსაც კიანუ რივზი საყვარელ ქალთან ერთად დიდხანს გვიმალავდა!

გასული წლის ნოემბერში, მსოფლიო მედიის ყურადღება 55 წლის მსახიობმა - კიანუ რივზმა მიიქცია, რომელიც ხანგრძლივი მარტოობის შემდეგ, საყვარელ ქალბატონთან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ვარსკვლავის რჩეული 46 წლის ალექსანდრა გრანტია, რომელიც ხელოვანი გახლავთ.

გამომდინარე იქიდან, რომ კიანუ რივზს საცოლისა და შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად, სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონია, ფაქტმა მისი გულშემატკივრის სიხარული გამოიწვია, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც გრანტს მისთვის შესაფერისად გარეგნობის გამო არ მიიჩნევენ.

თუმცა როგორც ამჯერად ირკვევა, რომ მსახიობს რომანი უკვე დიდი ხანია აქვს, თუმცა საჯაროდ ამის აფიშირება არ სურდა. "ისინი ერთად ძალიან დიდი ხანია არია. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ალექსანდრამ მას საკუთარი ბიჭი უწოდა," - აღნიშნა გრანტის უახლოესმა მეგობარმა მედიასთან საუბარში.