ინდოეთის ქალაქ ტრისურის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს. მიზეზი ონკანებიდან წამოსული ალკოჰოლი გახდა. თავიდან მათ ბინებში ალკოჰოლის სუნი იგრძნეს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს, რომ ონკანიდან ლიქიორისა და წყლის ნარევი მოდიოდა. Thenewsminute.com-ი ავრცელებს.
როგორც გაირკვა, შენობის სიახლოვეს რამდენიმე წლის წინ ბარი ფუნქციონირებდა, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახურა და სპირტიანი სასმელების კონფისკაცია მოახდინა.
გასულ კვირას კი სასმელების უტილიზაციის პროცესი დაიწყო და კონფისკაციას დაქვემდებარებული ალკოჰოლი ბართან ჩამარხეს. შედეგად, 6 ათასი ლიტრი ალკოჰოლური სასმელი წყალმომარაგების სისტემაში შეერია.