ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდა და 1 ქულიანი სხვაობით 119:118 წააგო.
აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა პარკეტზე არასრული 3 წუთი გაატარა, რა დროშიც ღირებული ვერაფერი შექმნა.
ყველაზე მეტი ქულა „ტორონტოს“ კალათბურთელმა კაილ ლოურიმ მიითვალა, ამერიკელმა საკუთარ გუნდს 32 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასი შესძინა, „ინდიანას“ რიგებში კი დომანტას საბონისმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 15 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.
51 ტურის შემდგომ ნეიტ მაკმილანის გუნდს 31 მოგების საპირისპიროდ 20 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლ;ეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 8 თებერვალს, კვლავ „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.