მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის კანადაში გადასვლის გადაწყვეტილებას საჯაროდ კიდევ ერთი ცნობილი ვარსკვლავი გამოეხმაურა. ამჯერად, წყვილის კანადაში გადასვლის შესახებ მადონა ალაპარაკდა და მათ მეგობრული შეთავაზებითაც მიმართა.
61 წლის პოპლეგენდა, რომელიც ცოტა ხნის წინ Madame X Tour-ის ფარგლებში ლონდონში იმყოფებოდა, წყვილს შემდეგი ფრაზით მიმართავს - "არ წახვიდეთ კანადაში, ეს ისეთი მოსაწყენია!".
და გარდა ამისა საინტერესო ალტერნატივასაც სთავაზობს, " მე მათ ცენრტალ პარკთან მდებარე ჩემს აპარტამენტს ვთავაზობ. ის ოროთახიანია და მანჰეტენის არაჩვეულებრივი ხედიც იშლება, "- აღნიშნა მან. როგორც ჩანს, ვარსკვლავს წყვილის არჩევანი არ მოსწონს და მათ ყველასთვის საოცნებო ადგილზე დაბინავებისკენ მოუწოდებს.