ფარული შეტყობინება, რომლითაც დედოფალმა ელიზაბეტმა მეგან მარკლსა და პრინც ჰარის მხარდაჭერა გამოუცხადა!

ფარული შეტყობინება, რომლითაც დედოფალმა ელიზაბეტმა მეგან მარკლსა და პრინც ჰარის მხარდაჭერა გამოუცხადა!

სამეფო ოჯახი ის ადგილია, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ეს ყველაზე თვალნათელი მაშინ ხდება, როცა დედოფალი ელიზაბეტი შეფარული ენით ცდილობს საჭირო შეტყობინების გაგზავნას. 93 წლის მონარქი, რომელიც ვახშმის დამთავრებასაც კი, მხოლოდ და მხოლოდ მაგიდაზე ჩანთის დადებით ამცნობს გარშემომყოფებს და რომლის წინაშეც ხმის ამოღების უფლება მისი ინიციატივის გარეშე, არავის აქვს, ამჯერად შვილიშვილის - პრინცი ჰარისა და მისი მეუღლის - მეგან მარკლის ქომაგის როლში გამოჩნდა, თანაც მაშინ, როცა ამ უკანასკნელთა მიერ სამეფო ოჯახის წევრის უმაღლეს ტიტულზე უარის თქმით გულშემატკივარი თვლის, რომ ყველაზე მეტად სწორედ ის განაწყენდა.

საქმე იმაშია, რომ სენდინგემში ჩატარებული წირვა-ლოცვის დროს, დედოფალმა თოვლის ფიფქის ფორმის ბროში მოირგო, რომელიც ღია ცისფერ სამოსს შეუხამა, ამ ყველაფერს კი, განსაკუთრებული დატვირთვაც ჰქონდა.

სამკაული დედოფალს 2017 წელს, ყოფილმა კანადელმა გუბერნატორმა აჩუქა, ამიტომაც წყვილის კანადაში გადასვლიდან მალევე კვლავ ამ ბროშის არჩევა მისი მხრიდან სენტიმენტალურ ნაბიჯად შეფასდა.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ მან წყვილს მხარდაჭერა აქამდეც გამოუცხადა, "მე ვხედავ იმ დაბრკოლებებს, რომელთა გადალახვაც მათ მოუხდათ ბოლო ორი წლის განმავლობაში და მხარს ვუჭერ მათ მიერ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ გადადგმულ ნაბიჯს," - აღნიშნა მან ოფიციალურ განცხადებაში.