ოფიციალურად დადასტურდა, რომ ემბერ ჰერდი ჯონი დეპზე ფიზიკურად ძალადობდა!

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ემბერ ჰერდი ჯონი დეპზე ფიზიკურად ძალადობდა!

33 წლის ამერიკელი მოდელი და მსახიობი - ემბერ ჰერდი მორიგ სკანდალში გაეხვა. მას შემდეგ, რაც ის და ჯონი დეპი ერთმანეთს 2016 წელს გაშორდნენ, ჰერდმა ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა და 2019 წელს მის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა.

როგორც ბოლო დღეებში გამოქვეყნებული ხმოვანი ჩანაწერიდან ირკვევა, წყვილის 15 თვიანი ქორწინება ემოციური და ფიზიკური ზეწოლით მართლაც გამოირჩეოდა, თუმცა მოძალადე მხარეს თავად ცნობილი ლამაზმანი წარმოადგენდა. აუდიოჩანაწერში ყოფილი მეუღლე ცემის ფაქტს აღიარებს.

ხმოვან ჩანაწერში, ემბერი აღიარებს, რომ მეუღლეს ფიზიკურ ზიანს აყენებდა, მაშინ როცა გასულ წელს მის წინააღმდეგ 50 მილიონ დოლარიანი სარჩელი შეიტანა.