კობი ბრაიანტის გულშემატკივარმა კალიფორნიაში მარათონზე 21 კილომეტრი კალათბურთის ბურთის კენწვლით გაირბინა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.
30 წლის მაიკლ სუითს ამისთვის 2 საათი და 7 წუთი დასჭირდა. მარათონის დასრულების შემდეგ, „ლოს-ანჯელესს ლეიკერსისა“ და მთლიანად კალათბურთის ლეგენდის გულშემატკივარმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ კობი ძალიან მიყვარდა. ვიფიქრე, რომ ეს კობის მოეწონებოდა, მისმა ოჯახმა უნდა ნახოს, რამხელა გავლენა ჰქონდა მას ადამიანების ცხოვრებაზე" - განაცხადა სუითმა.
41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ესსხვერპლა.
29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბრაიანტის ვერტმფრენს სასიცოცხლო გამაფრთხილებელი სისტემა არ ჰქონია.