ლეო მესის ცოლი ანტონელა რეკუზო არასოდეს გამოირჩეოდა განსაკუთრებული სითამამით და ამ ქალისგან უცნაური ქცევაც არავის უნახავს. სწორედ ამიტომაც, ბულვარული მედია ლეო მესის ოჯახის გარშემო მუდმივად დარუზრუზებს იმ იმედით, რომ იქნებ გატყდეს ნავსი და რაიმე “საკბილო“ ინფორმცია მოიხელთონ.
ამ რამდენიმე დღის წინ კი ანტონელა რეკუზომ სოციალურ ქსელებში საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მესის თანამეცხედრე მოკრივის იმიჯითაა წარმოდგენილი და რეკუზო კომენტარებში განმარტავს, რომ ბოლო დროს კრივში ვარჯიში დაიწყო. სულ ეს იყო და ეს.
გაიხარეს და რას გაიხარეს “ყვითელმა მოკალმეებმა“, რომლებმაც ამ ამბავს ათასანაირი კუდი მოაბეს. ზოგი იმასაც კი წერს, რომ მესის ცოლი პროფესიული კრივის ტურნირებისთვის ემზადება და არგენტინელ ფეხბურთელს ამის გამო ანტონელასთან უთანხმოებაც კი მოუვიდაო. რას გაუგებთ ამ უცნაურ ხალხს...