დიუგარი:

დიუგარი: "მბაპე გაფუჭებული ბავშვია"

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა კრისტოფ დიუგარმა კილიან მბაპე გააკრიტიკა. ვეტერანი ფრანგის განცხადებით, მბაპე გათამამებული და გაფუჭებული ბავშვივით მოიქცა.

„გულწრფელად გითხრათ, როდესაც ვნახე, ჩემს თავს ვუთხარი: „შეუძლებელია რასაც აკეთებს“. ის არის ბიჭი, რომელიც ყოველთვის გვახსენებს, რამდენად ნაყოფიერია სხვებთან შედარებით... მაგრამ, ასეთი საქციელით გაფუჭებულ ბავშვს უფრო ჰგავს.

როგორც ფეხბურთელი მიყვარს, შესანიშნავი მოთამაშეა და იმედი მაქვს, ყოველთვის საუკეთესოდ ითამაშებს. თუმცა, ტუხელის მიმართ უპატივცემულოდ მოიქცა, განსაკუთრებით კი, თანაგუნდელების წინაშე, მაგალითად კავანისა და იკარდის“, - განაცხადა დიუგარმა.

შეგახსენებთ, „მონპელიესთან“ (5:0) მატჩის 68-ე წუთზე ტუხელმა მბაპე მაურო იკარდით შეცვალა, რაც ფრანგს არ მოუწონა და გერმანელ სპეციალისტთან პოლემიკა იქვე, კამერების წინაშე გამართა.