ოპრა უინფრის ცნობილი ციტატები – „ადამიანი საკუთარი ფიქრებია“

ოპრა უინფრის ცნობილი ციტატები – „ადამიანი საკუთარი ფიქრებია“

29 იანვარს პოპულარულ ტელეწამყვანს ოპრა უინფრის 66 წელი შეუსრულდა. გთავაზობთ გამოცდილი ქალბატონის ცნობილ გამონათქვამებს, რომლებიც პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაში დაგეხმარებიან.

ყოველთვის იმას იღებ ცხოვრებისგან, რისი მოთხოვნის გამბედაობა გყოფნის, ამიტომ ნურასდროს შეგეშინდება მოითხოვო მეტი.

წარმატება – მხოლოდ მზადყოფნაა გამოიყენო შანსი ნებისმიერ მომენტში.

იმეგობრე მათთან, ვინც წინსვლაში დაგეხმარება, რადგან ისედაც ბევრი შეგხვდება, ვინც შენს უკან დახევას შეეცდება!

პოზიტიურ განწყობას სამყაროც პოზიტიურად პასუხობს. გააკეთე სიკეთე და გარემოც ყოველთვის კეთილგანწყობილი იქნება.

იცხოვრე საკუთარი თავისთვის და ნურასდროს გაეჯიბრები სხვას, რადგან მუდმივად სხვების ყურებით, მხოლოდ ფუჭად დახარჯავ ენერგიას.

ნუ შეზღუდავ საკუთარ თავს, ნუ ჩაებღაუჭები იმას, რაც ახლა გაქვს, რადგან ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს მისი დათმობა და აბსოლუტურად ცარიელი დარჩები.

სიმართლე – თავისუფლებაა, თუმცა მოგიწევს იმ ტკივილის გაძლება, რომლის გარეშე არ არსებობს თავისუფლება.

ადამიანი საკუთარი ფიქრებია. იფიქრე როგორ გახდე უკეთესი და მალე სასიამოვნოდ გააკვირვებ საკუთარ თავს.

მადლიერებით მიიღე ის, რაც გაქვს და ნურასდროს დაგჩება თვალი იმაზე, რაც სხვას აქვს.

ნუ შეგეშინდება შეცდომის დაშვება, მხოლოდ ისაა უშეცდომო, ვინც არაფერს აკეთებს.