აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სუპერბოულში გამარჯვება შეცდომით სხვა შტატს მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
„ვულოცავ „კანზას-სიტის“ შესანიშნავ თამაშს და კოლოსალური ზეწოლის ფონზე, ფანტასტიკურ აღორძინებას. თქვენს კანზასის შტატს და მთელ აშშ-ს წარმოადგენდით. ჩვენი ქვეყანა თქვენით ამაყობს“, - დაწერა ტრამპმა თწიტტერ-ზე.
თუმცა საქმე ისაა, რომ ამერიკული ფეხბურთის გუნდი „კანზას-სიტის“ არა კანზასის შტატში, არამედ მისურის შტატის ქალაქ კანზას-სიტიში მდებარეობს. სავარაუდოდ, ტრამპმა ან მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეცდომა მალევე აღმოაჩინეს და ჩანაწერი წაშალეს, თუმცა ინტერნეტმომხმარებლებმა მისი დაკოპირება მოასწრეს.
პროფესიონალური ამერიკული ფეხბურთის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) ფინალში „კანზას-სიტიმ“ „სან-ფრანცისკო“ 31:20 დაამარცხა.