ლედი გაგას ახალი ბოიფრენდი ჰყავს

ლედი გაგას ახალი ბოიფრენდი ჰყავს

მომღერალ ლედი გაგას ახალი ბოიფრენდი ჰყავს. ამის შესახებ გამოცემა Page Six-ი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, მომღერლის ახალი რჩეული მაიკლ პოლანსკია, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ამჟამად ის კომპანია Parker Group-ის საქველმოქმედო პროექტებზე მუშაობს.

1-ელ თებერვალს წყვილი პაპარაცებმა Super Bowl-ის მატჩზე დააფიქსირეს. პირველად კი ლედი გაგასა და მაიკლ პოლანსკის ურთიერთობის შესახებ იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი.