ოთხი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონრეალის კინოფესტივალის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას

ოთხი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონრეალის კინოფესტივალის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას

ოთხი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონრეალის კინოფესტივალის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. პროექტ საზაფხულო კინოსკოლის ფარგლებში გადაღებული 4 სტუდენტური ფილმი მონრეალის კინოფესტივალის (Monreal World Filmfestival) საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ფესტივალზე ამირან დოლიძის სანგარი, გიგა ლიკლიკაძის უცნობი ჯარისკაცი - ნეიზვესტნი სოლდატ, სანდრო ჯაფარიძე ავტობანი~, ვაკო კირკიტაძე სექტემბერი.

აქედან ორი ფილმი - სანგარი და უცნობი ჯარისკაცი - ნეიზვესტნი სოლდატ მოხვდა სექციაში World Focus Cinema. წელს ეს სექცია ირანში დაპატიმრებულ რეჟისორს - ჯაფარ პანაჰის ეძღვნება.

ზაფხულის კინოსკოლამ გადაღებები 2008 წლის ზაფხულში დაიწყო. გადაღებები აგვისტოს ომს დაემთხვა. ფილმების ძირითადი თემა ომის სისასტიკეა. 2008-2009 წლებში ეროვნულმა კინოცენტრმა დააფინანსა საგანმანათლებლო პროექტი ზაფხულის კინოსკოლა. პროექტის მიზანი იყო სტუდენტების მიერ ფილმწარმოების პროფესიონალური კურსის გავლა და უნარების ამაღლება.

პროექტი კინოცენტრის ხელშეწყობით განახორციელეს კომპანიებმა: სინეტეკი, კოდაკიდა ქართული ფილმი.