"ინტერს" ჰანდანოვიჩი გამოაკლდა

მილანის „ინტერის“ კაპიტანი სამირ ჰანდანოვიჩი ტრავმირებულია. სლოვენიელმა ვარჯიშზე თითის დაზიანება მიიღო და „უდინეზესთან“ მატჩი უკვე გამოტოვა.

სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების შედეგად, დადგინდა, რომ დაზიანებულ თითზე დაკვირკვება ყოველდღიურად უნდა მოხდეს. იტალიური მედიის ვარაუდით, გამოცდილ კიპერს უქმობა 3 კვირა მოუწევს.

თუმცა, ეს დაზუსტებული ცნობა არაა და შესაძლოა სამირი მოედანს უახლოეს შეხვედრაშიც დაუბრუნდეს. „ინტერი“ მომდევნო ტურში თანაქალაქელ „მილანს“ დერბი „დელა მადონინაში“ დაუპირისპირდება.