გიორგი შერმადინის 20 ქულა

გიორგი შერმადინის 20 ქულა "ბარსელონასთან"

გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ 2020 წელს პირველი მარცხი განიცადა. ლიგა ენდესას მეოცე ტურში ჩვენებურის გუნდი საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 83:87 წააგო.

კატალონელებმა პირველი ტაიმის შემდეგ 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, შემდეგ კი „ტენერიფემ“ შეძლო სხვაობის მინიმუმამდე შემცირება. თუმცა ბოლოსკენ „ბარსელონამ“ მობილიზება შეძლო და საბოლოოდ გამარჯვება შეძლო.

გიორგი შერმადინმა 26:18 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 12-დან 8 ორქულიანი (67%) და 5-დან 4 საჯარიმო (80%) ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა. ამ მაჩვენებლით გიორგი მხოლოდ ორ მოთამაშეს, თანაგუნდელ სასუ სალინს (29) და ბარსელონელ ნიკოლა მიროტიჩს (23) ჩამორჩა.

ამრიგად, „იბეროსტარ ტენერიფემ“ ოთხმატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა, 13 გამარჯვებისა და 7 მარცხის ბალანსით მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში კი 8 თებერვალს, „მურსიას“ ესტუმრება.