პამელა ანდერსონმა და ჯონ პიტერსმა ქორწინებიდან 12 დღეში განქორწინება გადაწყვიტეს

პამელა ანდერსონმა და ჯონ პიტერსმა ქორწინებიდან 12 დღეში განქორწინება გადაწყვიტეს

ამერიკელმა მსახიობმა და მოდელმა პამელა ანდერსონმა რეჟისორ ჯონ პიტერსთან განქორწინება ქორწინებიდან 12 დღეში გადაწყვიტა. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter იტყობინება.

„ჩვენ პაუზას ვიღებთ იმისათვის, რომ კარგად გავერკვეთ, რა გვინდა ცხოვრებისგან და ერთმანეთისგან. ცხოვრება მოგზაურობაა, სიყვარული კი პროცესი. ამ უნივერსალური სიმართლის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ გადავდოთ ჩვენი ქორწინების ოფიციალურად რეგისტრირება“, - აცხადებს 53 წლის ანდერსონი.

წყვილის ქორწილი 20 იანვარს მალიბუზე გაიმართა და მას პამელასა და ჯონის შვილებიც ესწრებოდნენ.