ჯეფ ბეზოსის შეყვარებულის ძმა მილიარდერს ცილისწამებისთვის უჩივის

ჯეფ ბეზოსის შეყვარებულის ძმა მილიარდერს ცილისწამებისთვის უჩივის

მაიკლ სანჩესი - Amazon-ის დამფუძნებლის შეყვარებულის ლორენ სანჩესის ძმა - მილიარდერს ცილისწამებისთვის უჩივის. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სარჩელის ადრესატი ბეზოსთან ერთად მისი უსაფრთხოების კონსულტანტი გევინ დე ბეკერია. სანჩესი ამტკიცებს, რომ ბეზოსმა და ბეკერმა პრესაში გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბეზოსის ინტიმური ფოტოები ტაბლოიდებს სწორედ სანჩესმა გადასცა.

მოსარჩლის თქმით, მას ამის გაკეთება არ შეეძლო, რადგან ამ ფოტოებთან წვდომა არასოდეს ჰქონია.

გამოცემა The National Enquirer-მა გამოაქვეყნა ბეზოსისა და ჟურნალისტ ლორენ სანჩესის ფოტოები, როდესაც მილიარდერი ჯერ კიდევ მეუღლე მაკენზი ბეზოსს არ იყო დაშორებული. იანვარში კი The New York Times-მა დაწერა, რომ ფოტოები პრესას მაიკლ სანჩესმა გადასცა.