ამერიკელ რეპერს დედის მკვლელობის შეკვეთისთვის 99-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ამერიკელ რეპერს დედის მკვლელობის შეკვეთისთვის 99-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

30 წლის ამერიკელ რეპერს დედის მკვლელობის შეკვეთისთვის 99 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქოუმეინ უილსონმა, რომლის სასცენო სახელწოდებაც Young QC არის, 2012 წელს იოლანდა ჰოლმსის მკვლელობისთვის მკვლელი დაიქირავა.

მასთან ერთად ჩიკაგოს სასამართლომ ქილერიც გაასამართლა, რომელსაც 100-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც სასამართლოზე გაირკვა, დედის მკვლელობის შემდეგ, რეპერმა მისი საბანკო ანგარიშებიდან თანხა გაიტანა.