ლონდონში გამართულ BAFTA-ს დაჯილდოების 73-ე ცერემონიაზე საუკეთესო რეჟისორად სემ მენდესი, საუკეთესო ფილმად კი მისი გადაღებული „1917“ აღიარეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
წლის საუკეთესო მსახიობი კაცის ტიტული ხოაკინ ფენიქსს ფილმ „ჯოკერში“ შესრულებული როლისთვის ერგო, საუკეთესო მსახიობი ქალი კი რენე ზელვეგერი („ჯუდი“) გახდა.
საუკეთესო არაინგლისურენოვან ფილმად ბრიტანეთის კინოაკადემიამ კორეული ფილმი „პარაზიტი“ აღიარა, რომელმაც პრიზი საუკეთესო ორიგინალური სცენარის ნომინაციაშიც მიიღო.
საუკეთესო მეორეხარისხოვანი კაცი და ქალი მსახიობის ნომინაციებში ბრედ პიტმა („ერთხელ ჰოლივუდში“) და ლორა დორნმა („ქორწინების ისტორია“) გაიმარჯვეს.