გამოცემა „Rolling Stone”-ს მტკიცებით, ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი ჯორჯ კლუნი ტეკილას წარმოებით დაინტერესდა.
ამ წამოწყებაში მისტერ ჯორჯს ახლო წარსულში პოპულარული ამერიკელი მოდელი სინდი კროუფორდის ყოფილი მეუღლე რენდ ჰერბერტი ეხმარება.
ახლადგამოჩეკილი საქმოსნების წყვილი ამ ალკოჰოლური სასმელის ახალი სახეობის გამოშვებას აპირებს. კლუნის მისი სახელწოდება უკვე შერჩეული აქვს – “Casamigos”.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კლუნი-ჰერბერტის დუეტი ტეკილას მცირე რაოდენობას ასხამდნენ და ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება შეიძინეს.
მეგობრებმა გადაწყვიტეს რომ დადგა დრო და წარმოებას ფართო ხასიათი უნდა მისცენ, მოგვიანებით კი მსოფლიო ბაზარზეც გავიდნენ