მას შემდეგ, რაც პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის კანადაში გადასვლიდან სულ რაღაც ორი კვირაა გასული, საზოგადოებისთვის წყვილის მორიგი გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, ისინი კანადაში დარჩენას დიდხანს არ აპირებენ და ზაფხულისთვის კიდევ ერთი გეგმა აქვთ.
NEWSPAPER-ის ცნობით, ცნობილი ცოლ-ქმარი ზაფხულში ლოს-ანჯელესში გადასვლას გეგმავს, სადაც მეგან მარკლმა ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა.
"მათ აიწყეს საცხოვრებელი სახლების ონლაინ ძიება და დაცვის თანამშრომლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ისინი ადგილობრივებს დაუკავშირდნენ და სწორედ მათ დასაქმებას ფიქრობენ," - წერია გამოცემაში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გასტანს წყვილის მორიგი მოგზაურობა.