„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახალი თავდამსხმელი ჰყავს. BBC-ის ცნობით, ინგლისურმა კლუბმა ნიგერიელი ფორვარდი ოდიონ იგალო სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დაიმატა.
30 წლის იგალოს წინა კლუბი ჩინური „შანჰაი შენჰუა“ იყო, მანამდე კი ის პრემიერლიგაში, „უოტფორდის“ ღირსებას იცავდა. 2014-2017 წლებში იგალომ „უოტფორდის“ მაისურით 99 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა.
„ოდიონ იგალო გამოცდილი ფეხბურთელია. ის დაგვეხმარება, ვინაიდან განსხვავებული ტიპის ცენტრფორვარდიც დაგვჭირდება“, - განაცხადა „იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.