„ბარსელონას“ ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე უარი განაცხადა. გამოცემა შპორტ-ის ცნობით, ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბს შეატყობინა, რომ კატალონიურ კლუბში თავს კარგად გრძნობს, ბედნიერია და კლუბის დატოვებას არ აპირებს.
33 წლის ნახევარმცველს კონტრაქტი 2021 წლის იანვრამდე გახანგრძლივდება. მან ამ სეზონზე 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა.