“სიკვდილამდე მიყვარს ჩემი ბიჭები” – პრინცესა დაიანას დღემდე უცნობი წერილი შვილებს

“სიკვდილამდე მიყვარს ჩემი ბიჭები” – პრინცესა დაიანას დღემდე უცნობი წერილი შვილებს

პრინცესა დაიანას ყოფილმა ასისტენტმა ჟურნალისტებს დემდე უცნობი წერილი გადასცა.

გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ლეიდი დიმ წერილი პრინც უილიამისა და ჰარისთვის დაწერა:

“მე სიკვდილამდე მიყვარს ჩემი ბიჭები და ვიმედოვნებ, რომ ჩემს მიერ მათში ჩადებული ძალისხმევა მათ ძალას, ცოდნასა და სტაბილურობის შეგრძნებას მოუტანთ”, – წერდა დაიანა.

პრინცესას ყოფილი ასისტენტი ამბობს, რომ ამ წერილის გასაჯაროვების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ სამეფო ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვეს.დიანას ყოფილი ასისტენტი პოლ ბარელი ფიქრობს, რომ პრინცესა დაიანა შვილის ამ გადაწყვეტილებით იამაყებდა.