კომპანია Island Express Helicopters-ის ვერტმფრენებს, რომლითაც კალათბურთელი კობი ბრაიანტი, მისი ქალიშვილი და კიდევ 7 პირი მგზავრობდა, ნისლიან ამინდში გადაადგილების უფლება არ ჰქონდათ.
Island Express Helicopters-ების ვერტმფრენებს ჰქონდათ დაწესებული შეზღუდული წესები და ერთ-ერთი წესი მდგომარეობდა იმაში, რომ პილოტს ზუსტად უნდა დაენახა თუ სად მიფრინავდა.
არსებული ინფორმაციით, პილოტს ვერტმფრენის მართვის ფედერალური უფლება ჰქონდა.
ავიაკატასტროფის მიზეზს ლოს-ანჯელესის პოლიცია ჯერ კიდევ იძიებს.
41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ემსხვერპლა.