სიომინი:

სიომინი: "კვირკველიას იშვიათი ტრავმა ჰქონდა, ასეთი მანამდე არასდროს მინახავს"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა Sport-Express-თან სოლომონ კვირკველიას შესახებ ისაუბრა. რუსი სპეციალისტის განცხადებით, ქართველ მცველს ძალზე იშვიათი სახის ტრავმა ჰქონდა, თუმცა ეს წარსულში დარჩა.

როგორც სიომინმა თქვა, კვირკველიას ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული.

„დიახ, კვირკველიამ დაიბრუნა ფიზიკური კონდიცია. მას ძალიან იშვიათი ტრავმა ჰქონდა, ასეთი რაღაცას პირველად გადავეყარე. თუმცა, ყველაზე უარესი წარსულში დარჩა. ახლა საბა 100%-ით მუშაობს. დაბრუნდება თუ არა ძირითად შემადგენლობაში? ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული“, - თქვა სიომინმა.

შეგახსენებთ, კვირკველიამ მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივის“ ღირსება მხოლოდ სამ შეხვედრაში დაიცვა. თითოჯერ რუსეთის პრემიერლიგაში, რუსეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე.