ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ხელმძღვანელებმა ჩიკაგოში გასამართი All-Star-ის მატჩისთვის ფორმატის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს, რითაც სურთ, პატივი მიაგონ „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდარულ კალათბურთელ კობი ბრაიანტს, რომელიც ავიაკატასტროფაში თავის 13 წლის ქალიშვილთან ერთად დაიღუპა.
CNN-ის ცნობით, მატჩის პირველი სამი მეოთხედი 0:0-დან დაიწყება და თითოეულ მათგანს გამარჯვებული ეყოლება. ბოლო პერიოდში კი უპრეცედენტო შემთხვევა მოხდება - დროის ხანგრძლივობა შეზღუდული არ იქნება და თამაში წინა სამი პერიოდის ანგარიშის მიხედვით გაგრძელდება და გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც პირველი დააგროვებს 124 ქულას, კობის სათამაშო ნომრის, 24-ის საპატივცემულოდ.
თითოეულ პერიოდში გამარჯვებისთვის გუნდები 100 ათასი დოლარს მიიღებენ და ამ თანხას მათ მიერვე შერჩეულ ორგანიზაციას ქველმოქმედებისთვის გადაურიცხავენ.
41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ესსხვერპლა. კატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.