წარმოგიდგენთ მთავარ ნიშნებს, რომლებიც ბედნიერების საწინდარი ნაკლებადაა. ადამიანის მხრიდან ერთმა საქციელმა შესაძლოა ყველაფერი არ თქვას, თუმცა ბევრ რამეს ნათელი მოჰფინოს.
ის აიგნორებს შენს შეტყობინებებს
ყოველთვის, როცა მას სწერთ, მცირედი შიშის განცდა შეიძლება გდევდეთ თან, რომ არ გიპასუხებთ.
მას აქვს ჩვევა, რომ ყურადღება არ მიაქციოს თქვენს შეტყობინებებს საათობით, ან თუნდაც თვეობით.
გწერთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მისთვისაა მოსახერხებელი და როცა რამე სჭირდება.
რა თქმა უნდა, ის არაა ვალდებული, უპასუხოს თქვენს შეტყობინებებს 24/7-ზე, თუმცა ჩვენ არ გვესმის, როგორ
უნდა მოიქცეს ასე ადამიანი, რომელსაც მოსწონხარ ან უყვარხარ.
ის უმადურია
რთულია, იყო ადამიანთან, რომელიც გაუაზრებლად მოქმედებს. გჭირდება პარტნიორი, რომელიც შენი თანასწორი იქნება და არა ის, ვინც მუდმივად ეცდება, განგანათლოს.
ისაუბრეთ მასთან გულწრფელად და აღიარეთ, რა არ მოგწონთ. თუ მისი დამოკიდებულება შეიცვალა, მაშინ ხელის ჩაქნევა ჯერ ადრეა.
ის არ აგებს პასუხს თავის სიტყვებზე
გპირდებათ ათასგვარ რამეს და არასდროს ასრულებს. გეგმებს ბოლო წუთს აწყობს. იქცევა არაკეთილსინდისიერად და საკუთარ სიტყვებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
ის აბსოლუტურად პასიურია
ყოველთვის ელოდება, როდის გამოიჩენთ ინიციატივას. თქვენ ხართ ის, ვინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ურთიერთობა საინტერესო გახადოს და მასში ინსპირაცია შეიტანოს.
10 წელიწადში შეიძლება ყველაფერი მივიდეს იქამდე, რომ ყველაფერზე იძულებითი ფორმის გამოყენება დაგჭირდეთ. გამოსავალი: დაარწმუნეთ, რომ თქვენზე ზრუნვა შეუძლია.
მას ტყუილების თქმა არ ბეზრდება
დაიმახსოვრეთ, მოსიყვარულე ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საყვარელი ადამიანი არ მოატყუონ და დაიცვან.
თუ მას მარტივად შეუძლია ისარგებლოს თქვენი ნდობით, ეს თქვენ წინააღმდეგ იმუშავებს.
შესაძლოა სამომავლოდ მის ქმედებაში მსგავსი ვერაფერი აღმოაჩინოთ, მაგრამ გულის სიღრმეში დაგრჩებათ განცდა, რომ მის ნაბიჯებთან დაკავშირებით ეჭვი გეპარებათ.
როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ, ქრება
ზოგჯერ ის იმდენად ეგოისტურად იქცევა, რომ ფიქრობთ, გააჩნია თუ არა გრძნობები.
მას უჭირს თანაგრძნობის გამოხატვა, რაც ურთიერთობაზე აისახება.
შესაძლოა მასთან თავს კარგად გრძნობდეთ, მშვენიერ კომპანიონად მიიჩნევდეთ და მაინცდამაინც მნიშვნელოვან მომენტებში გტოვებდეთ.
ის ოსტატურად ირგებს მსხვერპლის როლს
ყოველი ჩხუბი მისი მხრიდან მანიპულირებას უდრის. მისთვის უფრო ადვილია თქვას, რომ სტკივა, ვიდრე ბოდიში მოგიხადოთ. შესაძლოა დამნაშავე იყოს, მაგრამ ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ საპირისპიროში დაგარწმუნოთ.
ის საკუთარ თავზე ცუდად საუბრობს და ფიქრობს, რომ კარგი ადამიანი არაა
ასეთ დროს ხშირად იქმნება საფრთხე, რომ მოღალატე თქვენ თავშესაფრად იქცეს.
თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს ლამაზად და უნიკალურად იგრძნობთ, ვინც სიხარულით მეშვიდე ცაზე გამყოფებთ.
ის ჯერ არ არის მზად
იმედოვნებთ, რომ სამომავლოდ გახდება ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობებს არ გაექცევა და ტრანსფორმაციას განიცდის.
სავარაუდოდ, ეს ყოველივე არ შეიცვლება ან ამის მისაღწევად წლები დაგჭირდებათ, რაც უარესად დაგძაბავთ.
ის ყოველთვის ფიქრობს საწოლზე და არა იმაზე, რა ხდება თქვენს გულში
არსებობს ვნების ძალა, ქიმიურად მიიზიდებით, რაც ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, თუ ურთიერთობა მხოლოდ საწოლის მიღმა ტრიალებს და ურთიერთგაგებას მოკლებულია, მაშინ ყველაფერი გართულდება.
მხოლოდ მაშინ შეძლებთ საპირისპირო იგრძნოთ, როდესაც შეხვდებით ადამიანს, რომელიც იქნება საინტერესო ყველა ასპექტში - როგორც საძინებელში, ისე მის მიღმა. ასე შეგიძლიათ ააშენოთ რამე ნამდვილად ღირებული.