თებერვლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

თებერვლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

საყვარელი ადამიანის გვერდით მეტი დრო უნდა გაატაროთ. შეგიძლიათ გამონახოთ ჰობი, რომელიც კიდევ უფრო დაგაახლოებთ. ზოგიერთს იმიჯის შეცვლა მოუნდება. სასიამოვნო ნაცნობობა მოსალოდნელია იქ, სადაც მხიარულება სუფევს. ახალი რომანის დაწყება მოსალოდნელია 18 თებერვლამდე. ეს შეიძლება იყოს ხანმოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი ურთიერთობა.

კურო

თებერვალში გაჯიუტდებით და მოგინდებათ, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ეს თქვენ გსურთ, რითაც ძალიან გაანაწყენებთ თქვენს საყვარელ ადამიანს. თუ ურთიერთობაში თავს უბედურად გრძნობთ, უმჯობესია, ასეთი კავშირი გაწყვიტოთ. თუმცა, ნუ დადარდიანდებით, უკვე მარტში მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა.

ტყუპი

თებერვალში ფრაზა - "ვინც მოითმენს, ის მოიგებს" - დაივიწყეთ. რაც უფრო მეტს მოითმენთ, მით მეტი წყენა დაგიგროვდებათ. უმჯობესია, პარტნიორს დაელაპარაკოთ და მშვიდად აუხსნათ, რა მოგწონთ და რა - არა. მარტოხელებს ინტერნეტნაცნობობა ელით. ვირტუალური მეგობრობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს და რეალურ ცხოვრებაში გაგრძელდეს.

კირჩხიბი

უამრავ ფულს დახარჯავთ იმაზე, რომ მოხდენილად გამოიყურებოდეთ და ლამაზი სამოსი გეცვათ. მოიმატებს მამაკაცების ინტერესი თქვენდამი. თებერვალი ის თვეა, როცა თქვენი ნაცნობების სიას გაამდიდრებენ შემოქმედი ადამიანები. საინტერესო ნაცნობობა მოსალოდნელია თეატრში, გამოფენაზე... დაქორწინებულებმა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, საჩუქრებითა და სიურპრიზებით გაანებივრეთ ერთმანეთი.

ლომი

რამდენიმე თაყვანისმცემლიდან უნდა აირჩიოთ ის, ვინც უფრო მეტად მოსწონს თქვენს გულს. თებერვალში დაწყებული ურთიერთობა, დიდი ალბათობით, ქორწინებით დაგვირგვინდება. დაქორწინებული ლომი ქალბატონი წყვილში ლიდერი გახდებით. თქვენი გადასაწყვეტია, სად წახვალთ გასართობად, რომელ ფილმს უყურებთ. თუმცა, 21 თებერვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება და ოჯახში მთავარ როლს თქვენი საყვარელი ადამიანი დაიკავებს.

ქალწული

უამრავ მიზეზს გამოძებნით, რომ საზოგადოებაში გახვიდეთ და ახალი ადამიანები არ გაიცნოთ, მაგრამ სამაგიეროდ, საინტერესო ნაცნობობა გელით ინტერნეტში. თებერვალში შანსი მოგეცემათ, აღადგინოთ წარსულში გაწყვეტილი ურთიერთობები. თვის მესამე დეკადაში თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ, მოიმატებს თქვენი მიმზიდველობა და რომანტიკული ნაცნობობის შანსიც გაიზრდება.

სასწორი

შეიარეთ მაღაზიებში, განაახლეთ გარდერობი. უპირატესობა მიანიჭეთ მკვეთრი ფერის სამოსს. 5 და 6 თებერვალი კარგი დღეებია ნათესავებისა და მეგობრებისთვის საჩუქრების შესარჩევად. თვის მეორე დეკადიდან მოიმატებს ყურადღება მამაკაცების მხრიდან. მარტოხელებმა რომანტიკული პარტნიორი შეიძლება ძველი მეგობრებიდან აირჩიონ. შეიძლება საინტერესო მამაკაცი დაქალმა გაგაცნოთ. მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან, ხშირად მოაწყვეთ ოჯახური საღამოები.

მორიელი

მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას, თუ არ გსურთ, კავშირი საბოლოოდ დაანგრიოთ. ახალმთვარეობისას (23 თებერვალი) საყვარელ ადამიანთან ისეთ თემებზე არ ისაუბროთ, რაც მას არ სიამოვნებს. 26 და 27 თებერვალს შეხვდით, დაეკონტაქტეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს, საინტერესო ამბებს გაიგებთ. თებერვლის მესამე დეკადა საუკეთესო პერიოდია რომანტიკული ნაცნობობისთვის.

მშვილდოსანი

21 თებერვლამდე კარგი დროა ქორწინებისთვის, განსაკუთრებით, თუ ეს ქორწინება თქვენთვის მეორეა. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ეს კავშირი ძლიერი, ბედნიერი და ხანგრძლივი იქნება. ამავე პერიოდში კარგია საზღვარგარეთ მოგზაურობაც. შთაბეჭდილებები და უცხოელთან რომანი გელით. დაქორწინებულები ხშირად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს მეუღლესთან ერთად.

თხის რქა

ურთიერთობა, რომელსაც პლატონური ერქვა, შეიძლება ვნებიან რომანში გადაიზარდოს. ზოგიერთი კი საერთოდ დაქორწინებას გადაწყვეტს. თუ დაოჯახებას აპირებთ, გირჩევთ, ეს პირველი 21 თებერვლის შუალედში მოახერხოთ. მარტოხელების ცხოვრებაში კვლავ აფეთქდება ძველი გრძნობა. ზოგიერთი ბედს სხვა რელიგიის ან ეროვნების ადამიანს დაუკავშირებს.

მერწყული

საყვარელ ადამიანს ზოგიერთი საქმის მოგვარებაში უნდა დაეხმაროთ. მისთვის ხანდახან ფსიქოლოგიც უნდა გახდეთ. თებერვალი კარგი თვეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, საქორწინო ხელშეკრულების გასაფორმებლად, ქონების გასაყოფად, ალიმენტის მოსათხოვად. მარტოხელებს უამრავი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ. ზოგიერთს ვნებიანი რომანის დაწყება გელით.

თევზები

საქმეები და ვალდებულებები ისე გადაანაწილეთ, რომ პირადი ცხოვრებისთვისაც დაგრჩეთ დრო. მარტოხელები რომანს გააჩაღებენ კოლეგა მამაკაცთან. დასამახსოვრებელი რომანტიკული თავგადასავალი გელით. მთავარია, თქვენი ურთიერთობა სამსახურის საქმეებზე არ აისახოს.