ილონ მასკმა კიდევ ერთი სიმღერა გამოუშვა

ილონ მასკმა კიდევ ერთი სიმღერა გამოუშვა

ამერიკელმა მილიარდერმა, კომპანიების Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა კომპოზიცია Don't Doubt ur Vibe გამოუშვა. ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ჟანრში მასკის პირველი სიმღერა Soundcloud-ზე გამოქვეყნდა.

მასკის განცხადებით, სიმღერის ტექსტი მისივე დაწერილია. კომპოზიციასთან ერთად მასკმა ხმის ჩამწერ სტუდიაში გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

2019 წლის 1-ელ აპრილს მასკმა რეპ-კომპოზიცია გამოუშვა, რომელიც ცინცინატის ზოოპარკში მოკლულ გორილას, ჰარამბეს მიუძღვნა.