ჰოლივუდის დიდების ხეივანში ამერიკელ რეპერის 50 Cent-ის (ნამდვილი სახელი კერტის ჯეიმს ჯექსონი) სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰოლივუდის სავაჭრო პალატა ავრცელებს.
ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე 50 Cent-მა მადლობა გადაუხადა ემინემს და Dr. Dre-ს და აღნიშნა, რომ მათი დახმარების გარეშე მუსიკაში წარმატებას ვერ მიაღწევდა.
44 წლის რეპერის პირველი ალბომი Get Rich or Die Tryin 2003 წელს გამოვიდა, 12 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და 50 Cent-ს „გრემის“ 5 ნომინაცია მოუტანა.