ოფიციალურად: სუსო ესპანეთში დაბრუნდა

ოფიციალურად: სუსო ესპანეთში დაბრუნდა

ესპანურმა „სევილიამ“ „მილანიდან“ შემტევი ნახევარმცველი სუსო დაიმატა. ესპანელი ფეხბურთელი ანდალუზიურ გუნდში 18-თვიანი იჯარით ითამაშებს და მისი გამოსყიდვა 2021 წლის ზაფხულში იქნება შესაძლებელი.

ამრიგად, სუსო სამშობლოში 2014 წლის შემდეგ დაბრუნდა, როდესაც „ალმერიას“ ღირსებას იცავდა.

მას შემდეგ ჯერ „ლივერპულში“ ითამაშა, ხოლო შემდეგ „მილანში“. „როსონერის“ მაისურით სუსომ 153 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 33 საგოლე პასი მიითვალა.