ბერძნულ-რომაული სტილით ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი კარიერას სერბეთის ნაკრებში განაგრძობს. ინფორმაცია სპორტსმენმა თავად დაადასტურა და აღნიშნა, რომ შეკრებაზე 2 დღეში გაემგზავრება. მისი თქმით, საქართველოს ფედერაციასთან მოქალაქეობის შეცვლის საკითხზე კონფლიქტი მოგვარდა.
პირველმა ინფორმაცია დათუნაშვილისთვის სერბეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ზელკო ტრაიკოვიჩმა გაავრცელა, რომელმაც განაცხადა, რომ დათუნაშვილი რომში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე ფედერაციის პრეზიდენტის საქმეს სასამართლო განიხილავს.
საქმის წარმოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პუნქტით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება.