მსოფლიოში უხუცესი ქალი 127 წლისა გარდაიცვალა

მსოფლიოში უხუცესი ქალი 127 წლისა გარდაიცვალა

ტაჯიკეთში, მსოფლიოში უხუცესი ქალი ფატიმა მირზოკულოვა 127 წლისა გარდაიცვალა. Daily Mail-ის ცნობით, ქალი 1893 წლის 13 მარტს ტაჯიკეთში დაიბადა.

ქალს 8 შვილი და 200-ზე მეტი შვილობილი ჰყავდა. ქალი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ დახანში დაკრძალეს.

აქამდე ოფიციალურად მსოფლიოს უხუცეს ადამიანად იაპონიაში, ქალაქ ფუკუოვაშო მცხოვრები 117 წლის კანე ტანკა ითვლება, რომელიც 1903 წელს დაიბადა.

თავის დროზე ხანდაზმულობის რეკორდი ფრანგ ჟანა კალმანს ეკუთვნოდა, რომელიც 1997 წელს 122 წლისა და 164 დღის გარდაიცვალა.