ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა მომღერალ ენრიკე იგლესიასისგან მესამე შვილს ელოდება. ამის შესახებ Hello წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბავშვი შესაძლოა ნებისმიერ დღეს გაჩნდეს, წყვილი ორსულობის საიდუმლოდ შენახვას ახერხებდა, თუმცა პაპარაცებმა 38 წლის კურნიკოვას ფოტოები გადაუღეს.
კურნიკოვა და იგლესიასი უკვე 18 წელია ერთად არიან. წყვილს ტყუპი გოგო და ბიჭი ჰყავთ, რომლებიც 2017 წელს დაიბადნენ.