ავთო ებრალიძე პორტუგალიაში დაბრუნდა და კარიერას „ლეიშოეშში“ გააგრძელებს. კონტრაქტის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცი ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
28 წლის ჩვენებურმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი რუმინეთში, „ვოლუნტარის“ შემადგენლობაში გაატარა, სადაც 1 გოლი გაიტანა, მაგრამ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.
ებრალიძისთვის პორტუგალია ძალზე ნაცნობი ადგილია, სადაც არაერთი გუნდი გამოიცვალა: „ნასიონალი“, „შავესი“, „ვიზეუ“, „ჟილ ვისენტე“, „ოლივეირენშე“, „ევორა“ და „ლაგოსი“.
რაც შეეხება, „ლეიშოეშს“ მეორე ლიგაში თამაშობს, თუმცა მთავარი დივიზიონში გადასვლის შანსი წელს პრაქტიკულად აღარ აქვს, რადგან 18 ტურის შემდეგ 25 ქულით მხოლოდ მეათე პოზიციაზე.