კიდევ ერთი ქართველი ყაზახეთში

კიდევ ერთი ქართველი ყაზახეთში

ყაზახეთში ქართულ ლეგიონს კიდევ ერთი ჩვენებური შეუერთდა - თამაზ ცეცხლაძე. 23 წლის მცველი ამიერიდან „კიზილ-ჟარის“ ღირსებას დაიცავს.

ცეცხლაძე ბოლოს ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. თავის დროზე „იბერიაში“, „ვიტ ჯორჯია 2“-ში, „ცხუმსა“ და „გარდაბანში“ უთამაშია. ერთი ხანობა აზერბაიჯანული „საბაილის“ ღირსებასაც იცავდა.

„კიზილ-ჟარი“ ყაზახეთის პრემიერლიგის ბინადარია და ამ გუნდში უკვე თამაშობს ერთი ჩვენებური, შოთა გრიგალაშვილი. ყაზახეთში ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა კანკავა, ელგუჯა ლობჯანიძე და ლევან კუტალიაც თამაშობენ.