მამუკა მდინარაძე:  “ბოკუჩავას შეეძლო, ბრიფინგი ჩაეტარებინა პარტიის ოფისში, მაგრამ ეს პარლამენტში პროვოკაციის მოსაწყობად სჭირდებოდა”

მამუკა მდინარაძე:  “ბოკუჩავას შეეძლო, ბრიფინგი ჩაეტარებინა პარტიის ოფისში, მაგრამ ეს პარლამენტში პროვოკაციის მოსაწყობად სჭირდებოდა”

როდესაც არსებობს პროვოკაციების რისკი, პარლამენტის თავმჯდომარე შეუძლია, არ შემოუშვას კონკრეტული ადამიანი, ან ადამიანების ჯგუფი პარლამენტში, არ დაუშვას საშვი, ან შეზღუდოს საშვის დაშვება საქართველოს პარლამენტში, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ შეუშვეს დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პროვოკაციებზე მიდიან და პარლამენტში გეგმავენ სპექტაკლებს.

„თინა ბოკუჩავას შეეძლო, ბრიფინგი ჩაეტარებინა პარტიის ოფისში, მაგრამ ეს ყველაფერი პარლამენტში პროვოკაციის მოსაწყობად სჭირდებოდა. პარტიის ოფისში ვიყავი, როდესაც გავიგე იმ პერფომანსის შესახებ, რომელსაც დგამდა ქალბატონი თინა, ამოვედი და ყველამ ნახეთ, რაც იკადრა ქალბატონმა თინამ. ეს ხალხი კადრულოს ყველაფერს, ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, ძალიან რთულია ადამიანურად იმის მოთმენა, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება, რომ კონკრეტული ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი არ შეუშვას პარლამენტში.

„ეს დისკრეცია გამოიყენა პარლამენტის თავმჯდომარემ აბსოლუტურად სწორად, რადგან მალხაზ მაჩალიკაშვილის აქ ყოფნის გარეშეც რას კადრულოს თინა ბოკუჩავა, თქვენი თვალით ნახეთ. წარმოიდგინეთ, რა შეიძლებოდა ამას დამატებით მოყოლოდა. თინა ბოკუჩავას შეუძლია, როდესაც ის ახმოვანებს პარტიის პოზიციას, ეს არ მოხდეს პარლამენტში, დაიყენოს გვერდით მალხაზ მაჩალიკაშვილი და ათქმევინეს რაც უნდა, ილაპარაკოს იქ, რაც უნდა. როდესაც პარლამენტში მოდის ქალბატონი თინა და საუბრობს პარლამენტის ბანერის ფონზე, ეს არის წმინდა პროვოკაციული და ერთ მიზანს ემსახურება, დაიდგას სცენა, რომელიც იქნება დღის და კვირის თემა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი თინა ბოკუჩავასთან ერთად ითხოვდა პარლამენტის შენობაში შესვლას და აცხადებდა, რომ ბრიფინგის ჩატარება სურდა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიების შეწყვეტას.

 

თამაზი ნამეტანი გაბლატავდა მაჩალიკაშვილი, დროა ადგილი მიეჩინოს
4 წლის უკან