ამერიკელი მომღერალი და ტექსტების ავტორი - გვენ სტეფანი გრემის რიგით 62-ე დაჯილდოებაზე თვალისმომჭრელი იმიჯით გამოჩნდა. 50 წლის ლამაზმანს გვერდს მეუღლე - გევინ როსდეილი უმშვენებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ მისი ცნობა ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც სავარაუდოდ, ხელოვნური ჩარევიდან გამომდინარეობს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მომღერალს ბოტოქსისა და ფილერების გადაჭარბებული დოზით მიმართვის გამო აკრიტიკებენ.
"ასაკში შესვლისას ქალის ბუნებრიობაზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან რაც ახლა ხდება, სრულიად საპირისპირო რამაა. არანაირი ემოცია არ იგრძნობა, რადგან ადგილს ბოტოქსი იკავებს," - დაწერა ერთ-ერთმა გამომწერმა ინსტაგრამზე.